დიზელის ძრავის შეფრქვევის სისტემა (common rail)


კვების სისტემის აღნიშნული სახეობა კომონ რაილი, სიტყვა სიტყვით ნიშნავს ერთიან მაგსიტრალს, მისი მთავარი მახასიათებელია  შემშვებ მაგსიტრალში წნევის მუდმივობა. მუდმივი წნევას უზრუნველყოფს მაღალი წნევის ტუმბო. დიზელის ძრავის კომონ რაილი კვების ძირითადი ელემენტებია:
  1.დაბალი წნევის კონტური, საწვავ მიმღები:
  2. მაღალი წნევის მილსადენები, მაღალი წნევის ტუმბო, საწვავის საერთო მაგისტრალი და ფრქვევანები.
  3.დიზელის ძრავის მუშაობის მართვის ელექტრონული სისტემა, სხვადასხვა ტიპის სენსორები და ამსრულებლები
  4. საწვავის მიწოდების და ნამუშევარი აირების გადამუშავების სისტემები.
საერთო მაგსიტრალში წნევა მუდმივია და მისი სიდიდე არ არის დამოკიდებული მუხლალივლის ბრუნვის სიხშირესთან.




კომონ რაილის ძირითადი მოწყობილობები

საწვავის მაღალი წნევის ტუმბო :  მისი დანიშნულებაა უზრუნველყოს ფრქვევანებისთვის  ძრავის მუშაობის  ნებისმიერ რეჟიმზე საწვავის მაღალი წნევით მიწოდება. იგი ქმნის მუდმივ წნევას საერთო მაგისტრალში 1600 ბარამდე. მსუბუქ ავტომობილებს კვების სისტემაში გამოიყენება რადიალარული მაღალი წნევის ტუმბო, რომელიც ქმნის მაღალ წნევას სისტემაში  შეფრქვევის ციკლების დამოუკიდებლად
დიზელის მთავარი მაგისტრალი (რამპა) , წნევის სენსორი, რეგულირების სარქველი და ფრქვევანები
მთავარი მაგისტრალი უზრუნველყოფს კვების სისტემაში წნევის მუდმივობას და ანაწილებს საწვავს ფრქვევანების მიმართულებით. საწვავის მაღალი წნევის ტუმბოს საშუალებით  მიეწოდება საერთო მგისტრალს.
    წნევის სიდიდის განმსაზღვრელი სენსორი: მისი დანიშნულებაა უზრუნველყოს საერთო მგისტრალში
წნევის სიდიდის გაზომვა და მიღებული ინფორმაცია გადასცეს ძრავის მართვის ბლოკს.
    წნევის რეგულირების სარქველი :  მისი დანიშნულებაა უზრუნველყოს საერთო მაგისტრალში წნევის მუდმივობა. იმ შემთხვევაში როდესაც საერთო მაგისტრალში წნევა ოპტიმალურია სარქველი ჩაკეტილია, წნევის მომატების შემთხვევაში ელექტრო მაგნიტური იმპულსი უზრუნველყოფს სარქვლის გაღებას და საერთო მაგისტრალში წნევის დარეგულირებას.
    ფრქვევანები:  ფრქვევანების დანიშნულებაა საჭირო მომენტში შესაბამისი ოდენობის  საწვავი მოაწოდოს წვის კამერას. ამისათვის აუცილებელია მართვის ბლოკმა  ფრქვევანების ელ. მაგნიტურ ამძრავს მიაწოდოს ელექტრო იმპულსი, თავის მხრივ მართვის ბლოკი  იმპულსის მიწოდების საჭირო დროსა და სიდიდეს განსაზღვრავს მუხლალივლის მდებარეობის  და მანაწილებელი ლივლის სენსორებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძვლეზე


Comments