ძრავის გამაგრილებელი სითხის ტემპერატურის სენსორი
მისი დანიშნულებაა ძრავის გაგრილების წყლის პერანგში
არსებული ტემპერატურული
პარამეტრი გარდაქმნას ელ. იმპულსად და მიაწოდოს მართის ბლოკს.
რის საფუძველზეც მართვის ბლოკი უზრუნველყოფს სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმებზე საწვავის
მუშა ნარევის მიწოდებას ძრავის წვის კამერაში.
ტემპერატურის სენსორი შედგება რეზისტორისგან, რომლის
წინაღობაც იცვლება ტემპარატურისგან დამოკიდებულებით. ტემპერატურურის ზრდასთან ერთად
რეზისტორის წინაღობა მცირდება ან იზრდება. როცა რეზისტორის წინაღობა მცირდება ეძახიან
უარყოფით თერმისტორებს, ხოლო როცა წინაღობა
იზრდება დადებით თერმისტორებს. გამაგრილებელი სითხის ტემპერატურის სენსორის კვება ხორციელდება
მართვის ბლოკიდან მუდმივი ძაბვით 5 ვოლტი

Comments
Post a Comment