ავტომობილის ანთების სისტემა
ანთების სისტემა
ანთების
სისტემა: ეს
სისტემა ითვალისწინებს ანთების კოჭის
პირველადი წრედის გაწყვეტის
და ამის
შემდეგ წარმოშობილი მაღალი ძაბვის
ცილინდრებში განაწილების მეთოებსა და
მოწყობილობებს. ანთების
კოჭა (იგივე
ბაბინა) ტრანსფორმატორია ოღონდ მაღალი
ძაბვა რომ
მოვიდეს პირველადი
ხვიაზე წრედი უნდა
გაწყდეს და გაწყდეს მასზე
მწყვეტარას მეშვეობით.
გაწყვეტის დროს
წარმოიშობა მეორად
ხვიაზე მაღალი
ძაბვა. კონსტრუქციის მიხედვით ანთების სისტემა
იყოფა შემდეგ
ნაწილებად
- კონტაქტური ანუ კლასიკური ანთების სისტემა
- უკონტაქტო ანთების სისტემა
- ელექტრონული ანტების სისტემა
ანთების სისტემა
ანთების სისტემის დანიშნულებაა საწვავის
და ბენზინის
აალება ელ.
ნაპწერწკლის მეშვეობით.
ნაპერწკლის წარმოსაშობად საჭიროა მაღალი
ძაბვა. ანთების
სისტემის მოვალეობაა გარდამნას 12 ვ ძაბვა 15000 დან 30000 ვოლტამდე. ანთების სისტემისმეორე მოვალეობაა გაანაწილოს მაღალი ძაბვა
ცილინდრებში მდგარ სანთლებზე რიგითობის
მიხედვით. ჰაერისა
და ბენზინის
ნარევს სრულ
გაღვივებისთვის გარკვეული
დრო ჭირდება,
ამიტომ ცილინდრის
ნაპწერწკალი უნდა
მიეწოდოს ცოტა
ხნით უფრო
ადრე ვიდრე დგუშის
ზედა მკვდარ
წერტილში მივა.
კუთხეს რომელზეც შემობრუნდება მუხლალივლი ნაწპერკლის მიწოდების მომენტიდან დგუშის
ზედა მკვდარ
წერტილამდე მისვლის
მომენტამდე ეწოდება
ანთების წინწრების
კუთხე. ანთების კუთხის
სიდიდე დამოკიდებულია ბრუნთა
რიცხვზე, დატვირთვაზე და
საწვავის ხარისხზე.
ანთების წინსწრების კუთხე რეგულირდება ამ
სამი მონაცემის
მიხედვით.რაც
უფრო მაღალია ბრუნთა რიცხვი მით უფრო
მაღალია დგუშის მოძრაობის
სიჩქარე. ბრუნთა
რიცხვის ზრდასთან
ერთად ანთების წინსწრების კუთხეც იზრდება.
ხოლო ძრავაზე
დატვირთვის ზრდისას დგუში
მოძრაობა მცირდება და
ანთების წინსწრების კუთხეც მცირდება.
კიდევ ერთი
ფაქტორი რომელიც
განსაზღვრავს ანთების
წინსწრების კუთხეს
არის საწვავი
ანუ მისი
ოქტანური რიცხვი. ოქტანური რიცხვი ახასიათებს ბეზნის უნარს გაუძლოს
მაღალ ტემპერატურას და არ
აფეთდეს ნაწპერწკლის მიწოდებამდე უფრო
ადრე. ცილინდრის მოცულობას დგუშის
ქვედა მკვდარი
წერტილიდან ზედა
მკვდარ წერტილამდე გამოხატულს ლიტრებში
ლიტრაჟში ეწოდება.
ეს არის
ძრავის მახასიათებელი რომელიც პასპორტში
იწერება. 1 ლიტრი
არის 1 დმ
კუბი. დგუში ზედა
მკვდარ წერთილს
მისვლის შემდეგ
რჩება პატარა მცირედი მოცულობა
რომელსაც წვის კამერას ეძახიან.
ანთების
კონტაქტური სისტემა
ამ სისტემას
კონტაქტური იმიტომ
ქვია, რომ
ანთების ჩართვა
ამორთვა ხდება
მექანიკური კონტაქტის
მეშვეობით. ამ
სისტემის ძირითადი
შემადგენელი ნაწილებია:
- დენის წყარო
- ანთების კოჭა
- ანთების კოჭის პირველადი ხვიის წრედის გაწყვეტის მექანიკური კონტაქტი, რომელსაც მწყეტარას ეძახიან
- ცილინდრებში ძაბვის გამანაწილებელი მბრუნავი კონტაქტი( მწყვეტარა მანაწილებელი გაერთიანებულნი არიან ერთ აგრეგატად)
ანთების კონტაქტური სისტემა (ვიდეო)
მექანიკური მწყვეტარას დანიშნულებაა ანთების კოჭის პირველად
ანუ დაბალი ძაბვის ხვიაში დენის შეწყვეტა,
რის შემდეგაც კოჭას მეორად ხვიაში მაღალი ძაბვა აღიძვრება. მწყვეტარას კონტაქტის დაწვისაგან
დასაცავად პირველადი ხვიის წრედში, კონტაქტის პარალელურად კონდენსატორი ირთვება. მექანიკური
მწყვეტ-გამანაწილებელი ანთების წინსწრების კუთხის რეგულირებას ცენტრიდანული
და ვაკუუმური რეგულატორების მეშვეობით ახდენს. პირველი მათგანი წინსწრების კუთხეს ძრავას ბრუნთა
რიცხვის, მეორე კი დატვირთვის მიხედვით არეგულირებს. წინსწრების კუთხის შეცვლა ხელით,
მწყვეტ-გამანაწილებლის მდგომარეობის შეცვლითაც (შემობრუნებით) შეიძლება. მაღალი ძაბვის
გამტარები მაღალ ძაბვას ანთების კოჭიდან გამანაწილებელს, გამანაწილებლიდან კი ანთების
სანთლებს გადასცემენ.
ანთების კონტაქტური სისტემის ყველაზე სუსტი რგოლი იყო
მექანიკური მწყვეტარა კონტაქტი, რომელიც იოლად იწვედობდა, სისტემის შემდგომი განვითარებაა
ანთების უკონტაქტო სისტემა. ამ სისტემაში აღარ გვაქვს მწყვეტარა, რომელიც ჩანაცვლებულია ტრანზისტორული
კომუტატორით. კომუტატორი ეწოდება ელ. ქსელების ან წრედების ჩამრთველ ამომრთველს ან
გადამრთველს. კომუტატორის ტრანზისტორის ბაზაზე სიგნალი მიდის მულხალივლის სენსორიდან. 3 ტიპის სენსორ მანაწილებელს განასხვავებენ: ოპტიკურს, ინდუქციურს და ჰოლის. ამათგან ყველაზე გავრცელებულია ჰოლის სენსორი.
ანთების უკონტაქტო
სისტემა
ანთების უკონტაქტო სისტემის მუშაობის რეჟიმი ასეთია: გამანაწილებელი და მუხლა ლივლის სენსორების სიგნალების
მიხედვით, კომუტატორი წყვიტავს ანთების კოჭირს
პირველად ხვიას, რის შემდეგაც კოჭას მეორად
ხვიაში მაღალი ძაბვა აღიძვრება, რომელიც მაღალი
ძაბვის სადენით გამანაწილებლის ცენტრალურ ელექტროდზე
მიდის და გამანაწილებლის როტორთან მბრუნავ გარე კონტაქტსაც გადაეცემა, რომელიც ბრუნავს
რიგ-რიგობით რთავს გვერდით ელექტროდებს, საიდანაც გამომვალი სადენები ძაბვას ანთების
სანთლებს გადასცემენ
ანთების უკონტაქტო სისტემა (ვიდეო)
ანთების ელექტრონული სისტემა
ანთების სისტემის ბოლო სახეობაა ანთების ელექტრონული
სისტემა, მასში აღარ არის არავითარი კონტაქტი გამანაწილებელი კონტაქტის ჩათვლით ანუ ანთების ელექტრონულ
სისტემაში აღარ არის მწყვეტარა მანაწილებელი,
თუმცა დარჩენილია ანთების კოჭა. ანთების კოჭა შეიძლება იყოს ყველა ცილინდრისთვის ცალ-ცალკე
ან ორ ცილინდზრე ერთი ანთების კოჭა. აგრეთვე გხვდება ერთი ანტების კოჭა და მაღალი ძაბვის
სადენებით დაკავშირებული თითოეულ ცილინდრზე.
ანთების ელექტრონულ სისტემაში კომუტატორს მართავს
ელექტრონული ბლოკი, რომელიც სიგნალს იღებს
მუხლალივლის სენსორიდან, რადგან მისი საშუალებით კონტროლეერი არა მარტო მუხლალივლის
ბრუნთა რიცხვს იგებს, არამედ იმასაც თუ რა მდგომარეობაშია ცილინდრში დგუშები და რომელი
ტაქტი მიმდინარეობს.ამ ინფორმაციის საფუძველზე კონტროლერი არეგულირებს ანთების წინსწრების კუთხეს
და იმას თუ რომელ ცილინდრში მიაწოდოს ნაპწერწკალი
ანთების ელექტრონული სისტემა (ვიდეო)
Comments
Post a Comment