ძრავის შეზეთვის სისტემა
შეზეთვის სისტემის დანიშნულებაა
შეამციროს ხახუნი ძრავის დეტალებს შორის, გააგრილოს მოხახუნე ზედაპირები, გამოიტანოს
კვანძებიდან ჭუჭყი და დაიცვას ძრავის დეტალები
კოროზიისგან. შეზეთვის სისტემა შედეგება ზეთის რეზერვუარისგან, რომელიც მიმაგრებულია
ძრავის კარტერზე, ზეთის ტუმბო, ზეთის ფილტრი და ზეთის გაგრილების რადიაოტორი, აგრეთვე
შემზეთი მაგისტრალი ზეთის რადიატორი ჩართულია ძრავის გაგრილების სისტემაში.
ფილტრიდან გამოსასვლელეში პირდაპირი შეზეტვის
არხში დგას ზეთის წნევის სენსორი ტენზორეზისტორი, რომელიც ჩართულია ძრავის მართვის
სისტემაში, მასთან არის დაკავშირებული ზეთის წნევის ინიდკაოტორი ხელსაწყოთა პანელზე.
მისი სიგნალი კონტროლერმა შეიძლება გამოიყენოს ძრავის ავარიული გამორთვისთვის. თანამედროვე ძრავებში ზეთის დონის სენსორი შეიძლება
იდგეს სასინჯ შუპთან ერთად. ამ უკანასკნელს
იყენებ ძირითადად ძრავში ზეთიის ჩასხმის დროს.
დონის სენსორი შეიძლება იყო ტივტივა რომელსაც
აქვს კონტაქტი და ანთებს პანელზე სასიგნალო ნათურას. მეორე ტიპი შეიზლება იყოს თბური
სენსორი მასზე დენის მიყვანისას იგი ხურდება ზეთის ტემპერატურაზე უფრო მაღლა და ზეთის
დონე, ტემპერატურა იზომება მავთულსა და ზეთს
შორის ტემპერატურების გათანაბრებისათვის საჭირო დროით. სენსორი შეიძლება იყოს ელექტრო
ქიმიური რომლის ელემენტიც წინაღობას იცვლის ზეთში ჩაძირვის დონის მიხედვით.
ასევე გამოიყენება ულტრაბგერითი სენსორი რომლეიც
ზომავს ზეთში
ულტრაბგერის გავლის
დროს, ამ
სენსორმა შესალებელი გახადა პანელზე
ზეთის დონის
გრაფიკული ინდიკაცია. თანამედროვე ძრავებში
ზოგჯერ აღარ
გამოიყენება შუპი,
მას ცვლის ზეთის მდგომარეობის ელექტრონული კონტროლის
სისტემა, იგი
შედეგება ზეთის
მდგომარეობის სენსორისგან, ძრავის მართვის
ციფრული ბლოკისგან ME-PCM. ის იღებს
არა ანალოგიურ
არამედ, ციფრულს
და სენსორიდან მიღებულ სიგნალს
იგი გადასცემს
ხელსაწყობთა კომბინაციაში, აგრეთვე ცენტრალურ საინფორმაციო დისპლეიზე.
სენსორი მაგრდება
ზეთის ავზის
ძირში და
შედეგება 2 კონტროლერისგან. მისი მოქმედების პრინციპი დამაყრებულია ზეთის ტევადობის
განსაზღვრაზე, რომელიც
იცვლება ზეთის
დონის და
შემადგენლობის მიხედვით.
სენსორამდე მიდის სამი სადენი.
(კვება, მასა
და სიგნალი)
სიგნალის მიედვით
ციფრული კონტროლერი გამოითვლის ზეთის
გამოცვლამდე დარჩენილი
დროის და
გამოიტანს დისპლეიზე.
ზეთის დონის
განსაზღვრა ხდება
ორ ეტაპად,
სტატიკური, გაჩერებულ
ავტომობილზე და
დინამიკური. სტატიკური
არის მიახლოებითი განსაზღვრა , ხდება ჩართულ
ანთებაზე და
მხოლოდ გვატყობინებს საკმარისია თუ
არა ზეთის
ძრავის გასაშვებად. გაზომვისას ავტომობილი უნდა იდგეს
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში , თუ ზეთის
დონე საკმარისია, დისპლეიზე გამოისახება მწვანე პიქტოგრამა და თუ
არასაკმარისია ყვითელი,
თუ სახიფათო
დონეა აინთება
წითელი. თუ
მაქსიმალურზე მეტია
ყვითელი ფიქტოგრამა მაქსიმალურად შეივსება.
უფრო ზუსტია
დინამიკური განსაზღვრა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს
ზეთის გამოცვლის
შემდეგ.
მოძრაობისას 5 წთ ის განმავლობაში მაინც, დინამიკური
გაზომვა უნდა მოხდეს როცა ტემპერატურა 60 გრადუსია, ბრუნთა რიცხვი 100.
Comments
Post a Comment