შეფრქვევის სისტემა


შეფრთქვვის სისტემა არის საწვავის სისტემის უმნიშვენელოვანესი დეტალი. ბენზინის ძრავებში  1997წ-მდე.

გამოიყენებოდა კარბურატორი, რომელიც ამზადებდა საწვავ ნარევს. იგი დგებოდა უშალოდ მილგამტარში.
და მის მიერ გაფრქვეული საწვავის რაოდენობა დამოკიდებული იყო დროსელის ფარის გაღების კუთხეზე.
ბენზინის ძრავებში შეფრქვევის სისტემა გამოიყენება ერთგვაროვანი საწვავ ნარევის მოსამზადებლად. ამ მომზადების მიხედვით ანსავავებენ შემდეგ სისტემებს: ცენტრალური ანუ მონო შეფრქვევის სისტემა , მასში შეფრქვევა ხორციელდება შემშვებ კოლექტორში ჩაყენებული ერთი ფრქვევანის მეშვეობით, რომელიც როგორც წესი კარბურატორის ადგილზე დგება. ყველაზე ცნობილი სისტემაა ბოშის მიერ დამუშავებული  მონოჯეტრონიკი. იგი შედგება საწვავის რეგულატორის, ცენტრალური  ფრქვევანა და წნევის რეგულატორისგან. მასში არის ჩამონტაჟებული მექანიკური დროსელი. მექანიკური დროსელი დაკავშირებულია გაზის პედალთან და აქვს ელექტრული სერვო ამძრავი. სერვო ამძრავი ეწოდება ნებისმიერი ტიპის ამძრავს , რომელიც იმართება სენსორების და სიგნალების მეშვეობით. მონოჯეტრონიკში
დროსელის ელ. ამძრავი გამოიყენება მხოლოდ უქმ სვლაზე დროსელის შესაღებად და ამიტომ ელ მარვის ბლოკის სიგნალებს აწვდიან შემდეგი სენსორები. დროსელის ფარის დგომარეობის სენსორი, შეშვების ჰაერის ტემპერატურის სენსორი, ძრავის ტემეპერტურის სენსორი, ბრუნთა რიცხვის სენსორი, ლამბდა ზონდი.

მონოწერტილოვანი და მრავალწერტილოვანი შეფრქვევა ბენზინის ძრავებში
მულტი ანი მრავალწერტილოვანი შეფრქვევის სისტემა  შეფრქვევის სისტემის განვითარებაა.  ასეთი შეფრქვევა ხდება თითეოული ცილინდრსთვის ცალ-ცალკე შეფრქვევით. მოქმედების პრინციპის მიხედვით იყოფა გმუდმებით და იმპულსურად შეფრქვევის სისტემით, ხოლო მართვის მომქედების პრინციპით სისტემა შეიძელბა იყოს მექანიკური და ელექტრული. Bosh-ის მიერ  გამოშვებული ცნობილი სისტემებია:  K-jetronic, რომელიც არის  გამუდმებული შეფრქვევის სისტემა მექანიკური მართვით, KE-jetronic  რომელიც არის გამუდმებული შეფრქვევის სისტემა ელექტრული მართვით.
L-jetronic  რომელიც არის იმპულსური შეფრქვევის სისტემა ელექტრონული მართვით.
KE-jetronic იმართება  ძრავის ბლოკის მიერ, სისტემაში გამოიყენება 4 დან 11 მდე სენსორი.
(ძრავის ტემეპერატურის სენსორი, ჰაერის ხარჯმზომი, მუხლალივლის მდგომარეობის სენსორი, ბარომეტრული წნევის და ლამბდა ზონდი)
 
ke –tronic მართავს შეფრქვევის დროსა და მომენტს, მასში 4 ძირითადი ფრქვევანას უკან დამატებულია გაშვების ფრქვევანა, რომელიც ეხმარება ძრავს გაშვებაში. ეს დამატებითი ფრქვევა აფრქვევს საწვავს გარკვეულ რეჟიმებზე. იგი იმართება თერმო რელეს მეშვეობით და ამ ფრქვევანას ცივი გაშვების ფრქვევანასაც უწოდებენ. ეს ფრქვევანა სტარტერის გაშვებისთანავე უნდა ჩაირთოს, თუ ისე არ მოხდა რომ ძრავი არ გაიშვა და ფრქვევა ჩართული დარჩა, მოხდება საწვავის გადახარჯვა. ფრქვევანების გათიშვას ახდენენ თერმორელეს საშაულებით.
ბენზინის ძრავის შეფრქვევის ბოლო სისტემა არის ცილინდრში პირდაპირი შეფრქვევის სისტემა, იგი შექმნა მიცუბიშმა და დაარქვა სახელი GDI (gasoline direct injection), ამ სისტემას უფრო მეტი მწარმოებელი იყენებს, ყველაზე ხშირად აუდი და ფოლცვაგენი. აუდი TSFI ძრავი ამ სისტემას იყენებს და ფოლცვაგენი FSI და TSI.  ძრავის რეჟიმების მიხედვით იცვლება საწვავ ნარევის შემადგენლობაც. საშუალო დატვირთვაზე ხდება განშრევებული ნარევ წარმოქმნა, მაღალ დატვირთვაზე  ერთგვაროვანი სტექიომეტრული ნარევის წამოქმნა.
  
ბოლო მიღწევა შეფრქვევის სისტემა ბენიზნის ძრავაზე ეს არის კომბინრებული შერევა, დაამუშავა ფოლცვაგენმა ეურო 6-ის ძრავებისთვის. აქ გაერთიანებულია საწვავის გაწილებითი და პირდაპირი შეფრქვევის სისტემები ანუ 1 ცილინდზე 2 ფრქვევანა დგას. ეს სისტემა მუშაობს დატვირტვების მიხედვით.
ძრავის გაშვება და მაქსიმალური დათვირთვა ხდება პირდაპირი შეფრქვევის დროს, თანაც სხვდასხვა რეჟიმზე საწვავის სხვადასხვა რაოდენობა შეიფრქვევა. ძრვის გაშვებისას შეკუმშვის ტაქტზე საწვავი შეიფრქვევა 3 ჯერ, 1 შეშვება ხდება შეშვების ტაქტზე, მეორე შეკუმშვის ტაქტზე და მესამე გამოშვების ტაქტზე. ძრავის ნაწილობრივ დატვირტვაზე მაგალითად ქალაქში მოძრაობისას პირდაპირი შეფრქვევა გამოირთვება და გამანაწილებელი შეფრქვევა ჩაირთვება. ამ დროს ფრქვევანები რომ არ გაიჭედოს შიგადაშიგ ამუშავდებიან პირდაპირი შეფრქვევის ფრქვევებიც.

პიდარპირი შეფრქვევის სისტემა (link)

Comments