ჰაერის შეშვების სისტემა

ამ სისტემის დანიშნულებაა შეუშვას ცილინდრში ხარისხიანი საწვავი ნარევის მომზადებისთვის საჭირო რაოდენობის ჰაერი. ელექტრონიკის განვითარებით შეშვების სისტემა ჩვეულებრივი ჰაერის მილიდან ელექტრონული სისტემად გადაიქცა. შეშვების სისტემა ურთიერთქმედებს შეფრქვევის გამონაბოლქვის  რეცირკულაციის , ბეზნინის ორთქლის დაჭერის, მუხრუჭების ვაკუმ გამაძლიერებლის სისტემებთან, ყველა ამ სისტემას მართავს ECM/PCM. ჰაერის შეშვება შეიძლება იყოს  ბუნებრივი ანუ დგუშით შეწოვილი და იძულებითი ანუ ჩაბერვით. კონსტრუქციულად  შეშვების სისტემა აერთიანებს ჰაერმიმღებს, ჰაერის ფილტრს, ბენზინის ძრავებზე სადროსელი მისაფარს, ხოლო დიზელის  ძრავებზე საჰაერო მისაფარს, შემშვებ კოლექტორის  და ზოგიერთ ძრავაზე დამატებით შემშვებ ანუ დაგრიგალების სარქველს. ჰაერმიმღები უზრუნველყოფს ატმოსფეროსთან ჰაერის გარკვეულ ფორმის მილში შემოსვლას, აქედან ჰაერი ხვდება ფილტრში, რომელიც ჰაერიდან გამოფილტრავს მტვერს. სადროსელო მისფარი არეგულირებს ცილიდში შეუსლი ჰაერის რაოდენობას, შემშვები კოლექტორი ანაწილებს ჰაერის ნაკადს ცილინდრებში და ქმნის უკეთეს პირობებს  ნარევის მოსამზადებლად. დიზელის ძრავის საჰაერი მისაფარი გამოიყენება   ძრავის სწრაფი ჩარობის, გამონაბოლქვის რეცირკულაციის  მართვის და ჭვარტლის ფილტრის გამოწვისთვის.
დაგრიგალების სარქვლები ცვლიან ცილნდრში შემავალი საჰაერო ნაკადის  სიჩქარეს, შესაბამისად ნარევის  მომზადების ხარისხს. შეშვების სისტემას მართავს კონტროლერი, რომელიც იყენებს სხვდასხვა სენსორების ინფორმაციებს მათ შორის ჰაერის ხარჯმზომს,  შეშვების ჰაერის ტემეპერატურის , სადროსელო მისაფარის მდგომარეობის, შემშვებ კოლექტორში წნევის, დაგრიგალების სარქვლის მდგომარეობის, რეცირკულაციის სარქვლის მდგომარეობის და მუხრუჭის ვაკუმური  გამაძლიერებელში წნევის სენეოსრების. ჰაერის ხარჯმზომი  კონტროელერს ატყობინებს ცილინდრში მოხვედრილი ჰაერის რაოდენობას, რაც აუცილებელია ხარსხიანი ნარევის მოსამზადებლად. ზოგიერთ ძრავაზე ხარჯმზომი არ დგება და მის მოვალეობას ასსრულებს  წნევის სენსორი, რომელიც წნევას ზომავს ვაკუმთან შეფარდებით. მასთან დამატებით შეიძლება იდგეს ბარომეტრული წნევის სენსორი, რომელიც წნევას ზომავს ამნდთან დამოკიდებულებით და ზღვის დონის სიმაღლის მიხედვით. თუ ძრავაზე ერთად დგას ჰაერის ხარჯმზომი და აბსოლიტური წნევის სენსორი  ისინი ერთმანეთს აკონტროლებენ.
   
შეშვების სისტემაში ამსრულებელი მექანიზმები  ელ. დროსელის  ელექტრნული ამძრავი, დაგრიგალების სარქვლის  ელ, ძრავა, ბენზინის ორთქლის დაჭერის და გამონაბოლქვს რეცირკულაციის საქრვლები

Comments