საწვავის სისტემა
მისი მეორე სახელია კვების სისტემა და მისი დანიშნულებაა
ძრავის კვება საწვავით, აგრეთვე საწვავის შენახვა და გაწმენდა. ავტომობილის ბორტზე ბენზინის და დიზელის ძრავების კვების სისტემა
ერთნაირად არის მოწყობილი, განსხავავება არისმხოლოდ შეფრქვევის სისტემის დანიშნულებაში.
ზოგადად, საწვავის სისტემა შეიცავს: საწვავის
ავზს, საწვავის ტუმბოს, ფილტრსა და შეფრქვევის სისტემას.
საწვავის
ავზის დანიშნულებაა საწვავის მარაგის
შენახვა და შენახვის უსაფრთხოება. ავზი მზადება
ალუმინის, ფოლადის ან პლასმასისგან. ეს უკანასკნელი უფრო პოპულარულია, რადგან შეიძლება
დამზადეს ნებისმერი ფორმით.საწვავის ავზში
მუდმივად უნდა იქნეს შენარჩუნებული ატმოსფეროსთან ახლო წნევა წნევის ძლიერი მატებისას
ავზი დეფორმირდება ან შეიძლება გასკდეს, ამისათვის არსებობს ვენტილაციის სისტემა ,
რომელიც ანეიტრალებს საწვავის ხარჯის პროცესში წარმოშობილ
გაუხშოებას (უაჰაერობას) და დაარეგულირებს წნევას საწვავის ჩასხმისას ან შებობისას.
თანამედროვე ავტომობილების ვენტილაციის სისტემა დახურულია და ანუ ავზს ატმოსფეროსთან უშუალო კავშირი
არ აქვს.
საწვავის ტუმბო უზრუნველყოფს საწვავის მიწოდებას ცილინდრებში.
ძრავის ტიპის მიხედვით შეიძლება გამოყენებული იქნას მაღალი და დაბალი წნევის
ტუმბოები. დიზელის ძრავის საწვავის სისტემის
უმტავრესი ელემენტია მაღალი წნევის ტუმბო.
მაღალი წნევის ტუმბოს საწვავს აწოდებს დაბალი წნევის ტუმბო. საქაჩი ტუმბო შეიძლება
იდგეს მაღალი წნევის ტუმბოში ან უშუალოდ ავზში. კარბურატორიან ბენზინის ძრავებზე აგრეტვე ინჟექტორულ ძრავებზე სადაც შეფრქვევა მიმდინარეობს შეფრქვევ კოლეტქორებში გამოიყენება დაბალი წნევის
ტუმბო. თანამედოვე ბენიზნის ძრავებში კი გამოიყენება დაბალი წნევი ელექტრო ტუმბო. ხოლო
პირდაპირი შეფრქვევის ძრავებსში დაბალის წნევის ტუმბო საწვავს აწოდებს მაღალი წნევის
ტუმბოს.
ამრიგად საწვავის სისტემაში იქმნება მაღალი და დაბალი
წნევის კონტურები. დაბალის წნევის კონტურები
არის საწვავის დაბალი წნევის ტუმბო, საწვავის ფილტრი, საწვავის დაბალი წნევის სენსორი და დაბალი წნევის
მილგამტარი. მაღალი წნევის კონტური იწყება მაღალი წნევის ტუმბოდან და მტავრდება ფრქვევანებით.
სისტემა იმართება ელექტრონულად.
საწვავის ელექტრო ტუმბო საწვავის ელექტრო ტუმბო გულისხმობს ბენზინის ძრავის დაბალი წნევის ტუმბოს და დიზელის ძრავის საქაჩ ტუმბოს. ტუმბო იკვებება 12 ვოლტით ძაბვით და მისი მტავარი ელემენტია ელექტრო ძრავა, რომელიც დამაგრებულია სხვდასხვა ტიპის ტუმბოები. მაგ ფრთოვანა და გორგოლაჭებიანი ტუმბო. ტუმბოში არის აგრეტვე სარქველიც, რომელიც გაიხსნება არხის გაჭედვისას და საწვავს გაუშვებს ავზის უკან. თანამედროვე ძრავების ელექტრო ტუმბოში გაერთიანებულია მთელი ელექტრო მოდული, რომელიც ზომავს ავზში საწვავის დონეს და დაკავშირებულია დონის მაჩვენებელთან ხელსაწყოთა პანელზე. საწვავის დონის გასაზომად გამოიყენება პოტენციომეტრი (სენსორი) რომელიც შეიძლება იყოს ტივტივიანი ან მილაკიანი

მერსედესის საწვავის მაღალი წნევის ტუმბო

Comments
Post a Comment