გამონაბოლქვი აირების ნეიტრალიზაციის სისტემა



ბენზინისა და დიზელის ძრავის გამონაბოლქვებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სხვდასხვა ტიპის ტოქსკიკური ნივთიერებაა. განსხვავდებიან ამ ორი ძრავის ნეიტრალიზაციის სისტმებებიც.  ბენზინის ძრავზე აქტუალურია ნახშირჯანგი CO ანუ მხუთავი გაზი, ნახშირწყალბადები CH, აზოტის ჯანგეულობა NOx, დიზელზე ამათ ემატება ჭვარტლი C..  დიზელის ძრავში დიდი რაოდენობით არის აზოტის ჟანგეულობა, რაც გაცილებით მეტია ვიდრე ბენიზნის ძრავიან ავტომობილებში. ბენიზინის ძრავის გამონაბოლქვთან ბრძოლის ერთ-ერთი თანამედროვე სისტემაა გამონაბოლქვ მილგამატარში მეორეული ჰაერის შეშვების სისტემა. ცივი ძრავას გაშვების შემდეგ 120 წმ დროის განამვვლობაში აირები CO სა და CH  დიდი რაენობით შეიცავენ, ამიტომ მათი ნეიტრალიზაციის მიზნით გამომშვები სარქველების უკან კოლექტორში უბერავენ სუფთა ჰაერს და ამ დროსნახშირყალბადის და აზოტი, რომელთა ტემპერატურა 600 გრადუს აღემატება დამატებით წვას განიცდიან.  გარდა იმისა რომ მცირდება გამონაბოლქვის ტოქსიკურობა, არამედ იზრდება მისი ტემპერატურაც, რაც ხელს უწყობს პირველი ლამბდა ზონდისა და კატალიზატორის სწრაფ გახურებას, როგორც კი ეს მოწყობილობები გახურდებაინ კონტროლერი მეორეული ჰაერის შებერვას წყვიტავს თუმცა ვოლკსვაგენებზე გახურებული ძრავის ყოლველი ხელახალი გაშვებისას SAE  სისტემა 5 წამით მაინც ირთვება და ხდება სისტემის ძირითადი თვით ტესტირება.
სისტემის ძირითადი ელემენტებია ჰაერის ელექტროტუმბო, ვაკუუმური ორსვლიანი სარქველი და მისი მართვის ელექტრომაგნიტური სოლენოიდი , რომელიც მართავს პცმ.  V სებურ ძრავებზე დგას 2 სარქველი, ტავ-ტავისი სოლენოიდებით. ხოლო 12 ცილინდრიან ვოლკსვაგენ ფაეტონზზე ორი მართვის ბლოკი. ამის გარდა ელექტრო წრედში შედიან ტუმბოს ჩართვის რეელებიც. სისტემის ეფექტურობასკონტროლერი ამოწმებს. ლამბდა ზონდის სიგნალების მეშვეობით კერძოდ სუფთა ჰაერის ჩაბერვისას სასიგნალო ძაბვა უნდა შეიცვალოს, თუ ეს ასე არ მოხდა კონტროლერი თვლის რომ სისტემა არ ჩაირთო და გამოსახავს კოდებს P0410 დან 419 ის ჩათვლით

Comments