ანთების სანთელი(სვეჩი)

   მწარმოებელი წამყვანი ფირმებია:  BOSH, NGK, DENSO, CHAMPION.  ანთების სანთელი შედგება კონტაქტური ღეროს, ცენტრალური ელექტროდის, გვერდითი ელექტროდის და რეზისტორისგან, რომელიც მოთავსებულნი არიან იზოლატორში და დამატებული აქვს  გამაგრილებელი რგოლები. კონტაქტური ღეროს დანიშნულებაა უზრუნველყოს სანთლის შეერთება ანთების კოჭასთან  პირდაპირი ან მაღალი ძაბვის კაბელის მეშვეობით. შეერთება შეიძლება ჩამოცმის (SAE)  ან ხრახნით (M4 -4 ნიშნავს 4 მილიმეტრს).  ცენტრალური ელექტროდი მზადება ქრომონიკელის შენადნობისგან. თანდათან გავრცელებას პოულობს დიამეტრული ცენტრალური ელექტროდი, რომლის გულა სპილენძისაა და გარედან ფოლადი. ფოლადი სწრაფად ხურდება და ხელს უწყობს  ძრავის იოლ გაშვებას. სპილენძს ზედემეტი სითბო მიაქვს ფოლადისგან და გადასცემს გამაგრილებელ რგოლებს, რომ არ მოხდეს სანთლის გადახურება  ცენტრალურ ელექტროდებს აკეთებენ ფოლადისა და კეთილშობილ ლითონების ნარევსგან. (პლატინა, ირიდიუმი,, ვოლფრამი და პალადიუმი) ამის მიხედვით სანთლებს ეძახიან შესაბამისად პლატინა, ირიდიუმი და ა.შ. ასეთი შენადნობი საშუალებას იძლევა  შემცირდეს ცენტრალური ელექტროდის დაბოლოების სისქე.   ცენტრალურ ელექტროდსა და კონტაქტური ღეროს შორის მოთავსებულია  რეზისტორი, რომლის დანიშნულებაა ძრავის ელექტრო მოწყობილობის დაცვა, სანთლის  მუშაობის დროს  წარმოქმნილი  ელექტრული დაბრკოლებისგან.
რეზისტორი არის დენგამტარი მინა მასისგან ჩამოსხმული. იზოლატორი უზრუნველყოფს სანთლის ტემპერატურის  რეჟიმის შენარჩუნებას. ეს რეჟიმი ხასიათდება დაბალი და მაღალი ზღვრებით. დაბალი ზღვარი უდრის   450 გრადუს ცელსიუს,  ეს ის ტემპერატურაა რომელზეც იწყება  სანთელზე დაგროვილი ჭვარტლის  გამოწვა და მას თვით გამწმენდის ტემპერატურას ეძახიან. სანთლის  ტემპერატურის უმაღლესი ზღვარი არის  850 გრადუსი. ამ ტემპერატურის ზემოთ  ცილინდრში შესული კერამიკული კონუსი იმდენად ხურდება რომ ხდება ნაპერწკლის გარეშე აანთოს საწვავ ნარევი. ასეთ ანტებას ვარვარების ანთება ქვია და შეიძლება დეტონაცია გამოიწვიოს, ამიტომ მწარმოებლები ყველა ძრავისტვის კონუსის  საკუთარ ზომებს აამუშავებენ.

დიდ კონუსიანი სანთლები ადვილად ხურდება, ამიტომ მათ დაბალი კუმშვის ხარისხის  ძრავებზე აყენებენ და ცხელ სანთლებს უწოდებენ. მოკლე კონუსიანი სანთლები ცივი სანთლებია და მაღალი კუმშვის ხარისხზეგამოიყენებიან. სანთელი ბლოკის სახურავში მაგრდება ხრხახნის მეშვეობით, რომელიც ბოლოვდება გვერდითი ელეტროდით. ხრახნს ზემოდან აქვს ექვსკუთხა ქანჩსაღები. ზოგიერთ სანთელში გვერდითი ელექტროდი ორი ან ოთხია, ან ელექტროდზე ამოღებულია V სებრი ჭრილი. ცენტრალურ და გვერდითი ელექტროდებს შორის არის ღრეჩო, რაც მეტია ღრეჩო მით მეტია ნაპერწკალი.   სანთლის ტექნიკური  მახასიათებელია ხრახნის დიამეტრი და სიგრძე, ქანჩის ზომა, ელექტროდებს შორის ღრეჩო და ვარვარების რიცხვი. ხრახნის დიამეტრი როგორც წესი 14 მმ-ია, მოკლე ხრახნის 12 მმ, საშუალო 20 მმ  და დიდი 25 მმ. ქანჩის ყველაზე გავრცელებული ზომაა 16, იშვიათად 18 ან 21. ელექტროდებს შორის ღრეჩო 0,5-0, 25 მმ-მდეა. სანთლის თბური მახასიათებელია ვარვარების  რიცხვი, რომლის მიღწევის შემდეგ იწყება ვარვარული ნათება. ყველა მწამოებელს ტავის შკალა აქვს ტავისი რიცხვის. მაგ. დენსოსთან  ცხელი სანთლიდან ცივისკენ რიცხვი იცვლება  9 დან- 35 მდე,  NGK სთან  2 დან 11 მდე. BOSH ყველაფერი უკუღმა აქვს ანუ 2 შეესაბამება ცივს და 10 ცხელს. ჩემპიონს ასეთი შკალა საერთოდ არ აქვს. ყველა ეს მახასიათებელი დაეტანება ციფრების მეშვეობიტ სანთლის კორპუსზე ან შეფუტვაზე. რესურსი თანამედროვე სანთლის არის 30 000 დან 100 000 მდე გარბენი

დიზელის მფრქვევანა

Comments