სისტემა მოტრონიკი

ეს არის ძრავის მართვის სისტემის სახეობა რომელიც აერთიანებს შეფრქვევის და ანთების სისტემებს. შეიქმნა 1969 წელს  ბოშის მიერ. ასეთივე სისტემის  სახელწოდებით ფენიქს უშვებს სიმენსი. მოტრონიკი შექმნილია ჯეტრონიკის ბაზაზე და ამ უკანსკნელის მოდიფიკაციის შესაბამისად არსებობს მონომოტრონიკი, KM მოტრონიკი,  M, ME, ME7 და MED მოტრონიკები. პირდაპირი შეფრქვევის GDI  სისტემას შეესაბამისება MED მოტრონიკი. ME მოტრონიკიდან სისტემაში გხვდება ელექტრო დროსელი.

MED MOTRONIC
ძრავას მართვის ელექტრონული სისტემა Motronic MED გაცილებით უფრო თანამედროვე და რთულია. ძრავას ორი ტრადიციული სისტემის გარდა, იგი მართავს: საწვავის სისტემას, შეშვების სისტემას, გამოდევნის სისტემას, გაგრილების სისტემას, გამონაბოლქვი აირების რეცირკულაციის სისტემას. ბენზინის ორთქლის დაჭერის სისტემას, მუხრუჭების ვაკუუმგამაძლიერებელს. სისტემის მართვის ელექტრონული ბლოკი თავის მუშაობაში გადაცემათა ავტომატური კოლოფის, მუხრუჭების ანტიბლოკირების სისტემის, საჭის ელექტროგამაძლიერებლის, უსაფრთხოების ბალიშების და სხვ. მართვის ბლოკებთან ურთიერთქმედებს. შესაბამისად, მისი სენსორები და შემსრულებლები ყველა ამ სისტემაში არიან გაბნეულნი. ძრავას მართვის ელექტრონული სისტემის მუშაობის პრინციპი დამყარებულია ძრავას მაბრუნი მომენტის სიდიდის მართვაზე. სხვა სიტყვებით, სისტემა მაბრუნი მომენტის სიდიდეს ძრავას მუშაობის კონკრეტულ რეჟიმს უსადაგებს. მას შეუძლია გამოიცნოს ძრავას მუშაობის შემდეგი რეჟიმები: გაშვება, გახურება, უქმი სვლა, მოძრაობა, გადაცემათა ცვლა, დამუხრუჭება, კონდიცირების სისტემის მუშაობა. მაბრუნი მომენტის სიდიდის მართვა ორი მეთოდით ხდება: ანთების წინსწრების კუთხისა და ჰაერით ცილინდრების შევსების რეგულირებით.

Comments