გამოშვების სისტემა




გამოშვების სისტემას გამონაბოლქვი აირების სისტემასაც უწოდებენ და მისი დანიშნულებაა  გამოიყვანოს ცილნდრიდან ნამწვი აირები, გააგრილოს და შეამციროს მათი ხმაური და ტოქსიკურობა, ტოქსიკური ქვია ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია მოწამლოს ადამიანი, ბუნება ან გარემო. ავტომობილის გამონაბოლქვი აირში 300 მდე სხვდასახვა  ქიმიური ნივთიერებაა და აქედან ნახევარზე მეტი მიჩნეულია ტოქსიკურად.  გამონაბოლქვი აირების სისტემა რამდენიმე მთავარი ელემენტისგან შედგება.  გამომშვები (ცხელი) კოლექტორი ,  რომელიც უძრავად დგას ძრავის კოლოფთან.  ცხელი კოლექტორის ორი ტიპი არსებობს ერთიანი და მილოვანი. ერთიანი კოლექტორი შედგება მოკლე არხებისგან, რომელიც ერთიანი  კამერიდან იწყება. იგი მზადება სითბო გამძლე თუჯისგან. ეს არაეფექტური კოლექტორია რადგან ვერ უზრუნველყოფს ცილინდრების კარგ განიავებას და იგი იოალდ მზადება. თანამედროვე ავტომობილებზე გამოიყენება მილოვანი კოლექტორი. ეს კოლექტორი მზადება უჟანგავი ფოლადისგან ან იშვიათად კერამიკისგან. კოლექტორის გახურება იწვევს შემშვები კოლექტორის გახურებას ამიტომ ასეთ სისტემაზე უკეტებენ თბოიზოლაციას ან უფრო სქელი კედლის მილებს.  გამონაბოლქვის სისტემმის მნიშვნელოვანი ნაწილი არის მაყუჩი და მისი დანიშნულებაა ხმაურის ჩახშობა, აგრეთვე გამონაბოქვი აირების ენერგიის  გარდაქმნა და მათი სიჩქარის ტემპერატურის და პულსაციის შემცირება მაყუჩში.  მაყუჩში ხდება ბგერითი რხევების  გარდაქმნა თბოენერგიად.  მაყუჩი ქმნის უკუწნევასაც  exh. back pressure
რაც იწვევს ძრავის სისტემების ერთგვარ დაცმეას. თანამედროვე ავტომობილებზე დგება ერთიდან ხუთამდე მაყუჩი. ყველაზე ხშირად 2 მაყუჩი.  პირველს ქვია რეზონატორი, მეორეს  ძირითადი მაყუჩი. მაყუჩი მუდმივად განიცდის სრულყოფას რომელსაც ტიუნინგი ქვია. ტიუნინგის ერთ-ერთი სახეა პიდაპირი გადინების მაყუჩი, რომელიც არის ერთი გამოჭოლი მილი. ამ მაყუჩს ნაკლები წიინაღმდეგობა აქვს , მაგრამ ძრავს შეღავათს ვერ აძლევს, მისი ძირითადი უპირატესობაა გამონაბოქვის ხმის ცვლილების საშუალება.

Comments