ჰაერის მასის ხარჯმზომი (ვოზდუხამერ)
ჰაერის მასის
ხარჯმზომის დანიშნულებაა უზრუნვლეყოს შემავალი
ჰაეერის ნაკადის
მასის განსაზღვრა, რის საფუძვლეზეც ძრავის მართვის
ბლოკი ფრქვევანას დახმარებით უზრუნვლეყოს შესაბამისი პროპორციის მუშა ნარევის
წარმოქმნას.
შემავალი
ჰაერის მასის
განსაზღვრა ხორციელდება თერმული მემბრანის
მქონე სენსორით.
თერმული მემბრანა
ჩამონტაჟებულია შემშვებ
მილსადენში. თერმული
მემბრანა მოქმედებს შემდეგი პრინციპით:
ცენტრში მოთავსებული რეზისტორი აცხელებს
მემბრანას და
უზრუნველყოფს მუდმივი
ტემპერატურის შენარჩუნებას, ხოლო კიდეები
რომლებიც რეზისტორის საშულებით არ
თბება შედარებით
დაბალ ტემპერატურას აჩვენებს.ორი
განსხავებული თერმული
წინაღობა მემბრანის
კიდეებზე გვიჩვენებს ტემპერატურის გავრცელებას მემბრანის ცენტრიდან
მთელს სხეულზე. იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ მოძრაობს
ტემპერატურა ორივე
კიდეზე თანაბარია,
ხოლო როდესაც
სენსორის ზომ
ელემენტს ჰაერი
მიეწოდება მემბრანის
კიდეებზე ჰაერის
ტემპერატურის თანაფარობა ირღვევა. მემბრანის იმ
მხარეს საიდანაც
ჰაერი მიეწოდება
ტემპერატურა დაბალია,
ხოლო მეორე
მხარეს უფრო
მაღალი. ჰაერზე
გადაცემული ტემპერატურის სიდიდე და
შესაბამისად ზომი
ელემეტის ტემპერატურის ცვლილება დამოკიდებულია გამვალი
ჰაერის მასაზე.
არსებული ტემპერატურის სხვაობა შეესაბამება გატარებული ჰაერის
მასის სიდიდეს,
ტემპერატურული ცვლილებით
მიღებულ ელექტრული
წინაღობის ცვლილება
გარდაიქმნება ძაბვის
ანალოგიურ სიგნალად,
რომელიც იცვლება
0– 5 ვოლტამდე

Comments
Post a Comment