საკომპონენეტიანი გარდამქნელი კატალიზატორი


საკომპონენეტიანი გარდამქნელი კატალიზატორი


ასეთი გარდამქნელი დგება როგორც დიზელის ასევე ბენიზნის ძრავებზეც. დიზელის 

ძრავზე იგი დგას ჭვარტლის ფილტრის წინ თუმცა შესაძლებელია გაერთიანებული იყოს 


მასთან ერთ კორპუში. სამკომპონენტიანი გარდამქნელის მთავარი ნაწილია 

კატალიზატორების ბლოკი, რომელიც შედგება ფიჭისმაგვარი უჯრედებისგანრომლის 

ზედ თხლად დატანილია სპეციალური ნითიერებები. კატალიზატორი ნიშნავს 


ხელშეწმყობს, გამაძლიერებელს, ქიმიაში კატალიზატორები ხელს უწყობენ სხვადასხვა 

რეაქციის მაგ, წვის აღდეგნის და ასე შემდეგ მიმდიანრეობას. ავტომობილის 

გარდამქნელში კატალიზატორის როლს პლატინა, როდიუმი, პალადიუმი ასრულებენ

კატალიზატორმა კარგად რომ იმუშაოს იგი 350 გრადუსზე მაინც უნდა იყოს 

გახურებული, ამ დროს კატაზლიატორი მავნე ნივთიერებებს ანეიტრალებს. ძრავის ცივი 

გაშვების შემდეგ კატალიზატორის სწრაფი გათბობის მიზნით მას აყენებენ რაც შეიძლება 

ახლოს გამომშვებ კოლექტრთან ან გამონაბოლქვის ტემპერატურას პერიდოულად 

ამაღლებენ, მეორადი ჰაერის შებერვით ან მდიდარი ნარევის შექმნით. ზოგჯერ 

კატალიზატორის წინ აყენებნ სპირალის ელექტრო შემათბობელს, კატალიზატორიების

რაოდენობა შეიძლება იყოს ცილინდრების ერთ ერთ ბლოკზე ერთი, v სებურ ძრავზე 

შეილება იდგეს 2 ან 4 კატალიზატორიც. დაუწვავი ნახშირყლაბდების დამატებით 

დაწვისათვის შეიძლება იდგეს(ძირიტადი კატალიზაოტირს შემდეგ) ნახშირწყაბადი 

კატალზიაზორიც HC catalyst.

დიზელის ძრავებზე რომლებიც არ არიან აღჭურვილნი სელექტური კატალიზააცის 

სისტემით შეიძლება იდგეს დამატებით გოგირდწყალბადის კატალიზატორიც H2S.




შერჩევითი კატალიზატურ ნეიტრალიზაციის სისტემა არის


2014 წლიდან ძალაში შევიდა ეურო 6 ის სტანდარტი, რომელიც მწარმოებლები 

იძულებულნი გახდნენ ნეიტრალიზაციის  ახალი სისტემები დანერგონ, თანდათან 

აქტუალური ხდება  2004 წელს შექმნილი სისტემა   SCR SELECTIVE.   რომელიც 

შერჩევით ანუ სელექტურად ახდენს აზოტის ჟანგეულობის დამატებით 

ნეიტრალიზაციას და აკმაყოფილებს ეურო 6. სისტემა დაამუშავა ფიატმა. სისტემა

მოიცავს  ავზს, ტუმბოს, ფრქვევანას, მექანიკურ შემრევს, აღმდგენ კატალიზატორის

  მართვის ელეტრონულ სისტემას და შეთბობის სისტემას. აზოტის ჟანგეულობის

ნეიტრაზლიზაცია ხორციელდება წყალხსნარით, რომლის სასაქონლო მარკაა

adblue .  bluetec არის დაიმლერ კრაისლერის მიერ დამუშავებული სისტემის სახელი.



ჟანგბადის სენსორი (ლამბდა ზონდი)


ჟანგბადის სენსორი ზომავს ჟანგბადის კონცენტრაციას გამონაბოლქვ აირებში და 

შესაბამის სიგნალს უგზავნის მართვის ბლოკს  PCM, რომელიც ამ სიგნალს  არეგულ
ირებს 
საწვავ ნარევის შემადგენლობას ძრავების თეორიაში ჰაერისა და საწვავის შეფარდება ანუ 

ნარევის შემადგენლობა აღინიშნება ბერძნული ასოთი ლამბდა. ლამბდა ზონდის 

მუშაობის პრინციპი დამყარებულია გამონაბოლქვ აირებში დარჩენილი ჯანგბადის 

რეაქციაზე სენსორის მგრძნობიარე ელემენტთან, როგორც წესი ცირკონიუმთან. რაც 

მეტია ჟანგბადი გამონაბოლქვში მით  ნაკლებია სენსორის ძაბვა გამონაბოლქვში. ბევრი

ჯანბგადი ნიშნავს  რომ ცილინდრში ღარიბი ნარევი დამზადა, რაც უფრო მდიდარია 

ნარევი მით ნაკლებია ჟანგბადი გამონაბოლქვში და მით მეტია სენსორის ძაბვა. 

კლასიკური ლამბდა ზონდის სიგნალის ძაბვა იცვლება  0,1 დან 0,9 ვოლტამდე. 

ჟანგბადის სენსორი არის ორკონტაქტიანი ან ფართო ზოლიანი. ორკონტაქტიანებში 

ხდება სასიგნალო ძაბვის გამომუშავება იმის შედეგად რომ კონტროლერი ერთმანეთს 

ადარებს ორ კონტაქტზე გამოშვებულ ძაბვას. ერთი კონტაქტი ეხება გამონაბოლქვის 

ჟანგბადს, მეორე ჰაერის ჟანგბადს. ფართოზოლიანში მუშაობის იგივე პრინციპია, რაც 

ჰაერის ხარჯმზომში, ოღნდ იქ კონტროლერი ცდილობს საყრდენი ძაბვა 0,45 ვოლტის 

შენარჩუნებას მგრძნობიარე ელემენტში, რისთვისაც ზრდის დენის ძალას და ამის 

მიხედვით იგებს ჟანგბადის კონცენტრაციას.

ბოშის ლამბდა ზონდებზე მიდის 1 დან 4 მდე სადენი, 3 და 4 სადენიანი ლამბდა

 ზონდები შემათბობლიანები არიან. ლამბდა ზონდის შეთბობა ისევე როგორც 

კატალიზატორის აუცილებლად უნდა მოხდეს 350 გრადუსამდე, ამიტომ თუ  ლამბდას 

შემათბობელი არ აქვს, მას აყენებენ რაც შეიძლება ახლოს გამომშვებ სარქველთან. 

უშემათბობელო  ლამბდას აქვს ერთი სადენი, ეს ნიშნავს რომ დამასებულია კორპუსით 

ხრახნში. შემათბობლზე მიდის 12 ვოლტი ძაბვა ანთების ჩამრთველიანად.

   
OBD2 ის სისტემაში აუცილებელია ლამბდა ზონდების დაყენება საკომპონენტიან 

კატაზალიზტორის წინ და უკან, წინა სენსორს ქვია up stream , ხოლო უკანას down stream. 

ცილინდრში ნარევის რაოდენობას გვაჩვენებს 1 ლამბდა ზონდი და მეორე  ფაქტიურად 

აკონტროლებს კატალიზატორის მუშაობას. თუ კატალიზატორი გამართულია 1 და 2 

ლამბდა ზონდების სასიგნალო ძაბვები ერთმანეთისგან განსხავევებულნი უნდა იყვნენ. 

თანამედროვე ძრავები მუშაობენ ღარიბ ნარევზეც , ამიტომ ზოგჯერ ლამბდა ზონდის 

ძაბვის სიგნალის დიაპაზონი არ არის საკმარისი ძლიერად გაღარიბებული ნარევის 

შესამოწმებლად, ამიტომ სულ უფრო ვრცელდება ფართო დიაპაზონიანი ჟანგბადის 

სენსორი, რომელსაც  air/fuel  AF სენსორს უწოდებენ. ეს ფაქტიურად არის 2 ფართო

 ძოლიანი ლამბდა სენსორი და მასზე შეიძლება მოდიოდეს 6 სადენი..

ეგრეთ წოდებული "ლამბდა" სენსორი მიეკუთვნება ჟანგბადის სენსორების კლასს. იგი 

გამოიყენება მაღალი ტემპერატურის გარემოში (გამონაბოლქვში, გაზების

 ნარევებში) ჟანგბადის კონცენტრაციის დასადგენად.მას ასევე λ-ზონდსაც უწოდებენ.

   ლამბდა ზონდის მუშაობის პრინციპი დამყარებულია გამონაბოლქვ აირებში 

დარჩენილი ჯანგბადის რეაქციაზე სენსორის მგრძნობიარე ელემენტთან, როგორც წესი 

ცირკონიუმთან. რაც მეტია ჟანგბადი გამონაბოლქვში მით  ნაკლებია სენსორის ძაბვა 
გამონაბოლქვში.




აზოტის ჟანგეულობის სენსორი



გამოიყენება გამონაბოლქვ აირებში აზოტის ჟანგეულების კონცენტრაციის გასაზომად.

იგი დგას პირდაპირი  შეფრქვევის მქონდე ბენზინის ძრავებზე და დიზელის ძრავებზე, 

რომელსაც აქვთ აზტოტის ჯანგეულობის შერჩევითი ნეოტრალიზაციის სისტემა SCR.

ბენიზნის ძრავებზე ეს სენსორი გამოიყენება იმ შემთვევაში თუ გამონაბოლქვის 

სისტემაში დგას აზოტის ჟანგეულობის დამატებითი ნეიტრალიზატორის სენსორი,

აფასებს ამ ნეიტრალიზატორის მუშაობას და ატყობინებს კონტროლერს მისი 

რეგენერაციის აუცილებლობის შესაახებ. დიზელის ძრავასში ეს სენსორი აფასასებს SCR 

 კატალიზატორის ეფექტურობას თუ ეს ეფეტურობა დაბალია აინთება  check. ამ სენსორს 

აქვს თავისი მართვის ბლოკი დაგამოიყენება  ეურო 5, 6 ის ავტომობილებზე.


Comments