გამონაბოლქვის აირების რეცირკულაციის სისტემა

სისტემის დანიშნულებაა გამონაბოლქვ აირებში აზოტის ჟანგეულობის შემცირება, ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად. ამ სისტემას ქვია EGR. სისტემა გამოიყენება ყველა ტიპის ძრავზე ჩაბერვით, მომუშავე  ბენიზნის ძრავის გარდა ევროსტანდარტების მიხედვით. შექმნილია EGR  სისტემის სამი ძირითადი მოდიფიკაცია. euro 4 ის დიზლებზე გამოიყენება მაღალი წნევის რეცირკულაციის  სისტემა. ამ სისტემაში გამონაბოლქვის გამოყვანა ხდება კატალიზატორის წინა არედან და შეიყვანება შემშვებ მილგამტარში სადროსელო მისაფაარის უკან. სისტემას აქვს ელეტრონული მართვა და რომელსაც მართავს PCM. მისი ძირითადი შემავალი სიგნალებია მუხლა ლივლის, ჰაერის ხარჯმზომის და ძრავის ტემპერატურის სენსორი. უკანდაბრუნებული გამონაბოლქვების რაოდენობას კონტროლერი არეგულირებს სპეციალური სარქვლის მეშვეობით, რომელსაც ქვია EGR სარქველი. სარქველი შეიძლება იყოს ელექტრომაგნიტური ან პნევამატური. პნევმატური სარქვლის მართვა ხორიცლედება ვაკუუმის საშუალებით რომელიც გამოიყვანება შემშვებ მილგამტარიდან. ან იქმნება ელექტრული ვაკუუმ ტუმბოს მეშვეობით. პნევმატიკურ სარქვლამდე მისულ ვაკუუმის სიდიდეს  ანუ სარქვლის გაღებას კონტროლერი მართავს ელექტრომაგნიტური სოლენოიდის მეშვეობით.
ზოგიერთ ავტომობილზე უკან დაბრუნებულ გამონაბოლქვს დამატებით აგრილებენ შიდა რადიატორით. რომელსაც ჩართავს და გამორთავს სპეციალური სარქველი, მასაც მართავს ვააკუმ სოლენოიდის მეშვეობით. ევრო 5 ის დიზლებზე გამოიყენება დაბალი წნევის EGR. სისტემის გამონაბოლქვი გამოიყვანება ჭვარტლის ფილტრის შემდეგ არედან. დაბრუნებული აირი გაივლის რადიატორს და რეცირკულაციის სარქვლის გავლით შევა კომპრესორში(ტურბინაში)  სანამ ცილინდრში შევა ჩაბერილი ჰაერის და გამონაბოლქვის ნარევი გაივლის საჰაერო მისაფარს. იმისათვის რომ უკანდაბრუნებულ გამონაბოლქვს ზოგიერთ რეჟიმზე წნევა გაუზარდონ, გამონაბოქვის მილში ჭვარტლის ფილტრის შემდეგ აყენებენ კიდევ ერთ ელექტრულ მისაფარს, რომელსაც გამოშვების მისაფარი ქვია.
ეუურო 6 ის დიზელის ძრავებზე ორივე სისტემა ერთდროულად არის და სხვადასხვა რეჟიმებზე რიგ რიგობით მუშაობენ.
video egr

Comments